|
2018-06-01 14:57:47, 3056 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი სოციალისტი პედრო სანჩესი გახდა
ესპანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ესპანეთის პარლამენტმა პრემიერად „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ ლიდერი პედრო სანჩესი აირჩიეს. ესპანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის უნდობლობის კენჭისყრა გაიმართა. მარიანო რახოის ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. "ჩემთვის დიდი პატივია დავტოვო უკეთესი ესპანეთი, ვიდრე ის ჩემ პრემიერ-მინისტრობამდე იყო, მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემ პარტიას. მათთან ერთად შეუძლებელი არაფერი იყო. მადლობა ყველა ესპანელს მხარდაჭერისთვის, წარმატებებს გისურვებთ ესპანეთისთვის“, – განაცხადა მარიანო რახოიმ. უნდობლობის გამოცხადების მიზეზი გახდა ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილება „გიურტელის“ ანტიკორუფციულ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მარიანო რახოის „სახალხო პარტიასთან“ დაკავშირებული ათეულობით პირი სასამართლომ თაღლითობაში, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში და ფულის გათეთრებაში დამნაშავებად ცნო. უნდობლობის კენჭისყრის ორგანიზატორი ოპოზიციური „სოციალისტური პარტიაა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)