2018-06-01 02:17:07, 1392 ნახვა
საზოგადოება
კუპრავა: ნაწილი პარლამენტთან დავრჩებით, ხვალ 16:00 საათზე კი, უფრო დიდი აქცია გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, უფლებადამცველის ზვიად კუპრავას განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას აპირებს.
როგორც კუპრავამ აღნიშნა, მომიტინგეების ნაწილი პარლამენტის შენობასთან დარჩება, ხოლო ძირითადი, ფართო მასშტაბიანი აქცია ხვალ 16:00 საათზე განახლდება.
"კარვებს ვშლით, რათა წვიმას თავი შევაფაროთ. ზაზა აქედან წასვლას არ აპირებს და მასთან ერთად ვართ ჩვენც. ნაწილი აქ დავრჩებით დილამდე. ხვალ 16:00 საათზე უფრო დიდი აქცია იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენ ხვალ შემოგვიერთდებიან ადამიანები რეგიონებიდან - ხალხი ჩამოდის სამეგრელოდან, იმერეთიდან, კახეთიდან, აჭარიდან. ჩვენი მოთხოვნები ძალიან მკაფიოა და უცვლელი", - განაცხადა კუპრავამ.
ავტორი: ,