03:41 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 22:17:11, 1152 ნახვა

საზოგადოება
„სისტემამ ომი გამოგვიცხადა” - აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

„ძირს კვირიკაშვილის მთავრობა, იმიტომ რომ ისინი მფარველობენ სისტემას“, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

სარალიძის თქმით, მთავრობა მისი შვილის მკვლელს არ სჯის.

„სისტემამ ომი გამოგვიცხადა ხალხო, ჩვენ დავანგრევთ სისტემას. პირდაპირ მივმართავ, ვინც ამის უკან დგას, კვირიკაშვილის მთავრობას, ძირს კვირიკაშვილის მთავრობას, იმიტომ, რომ ისინი მფარველობენ სისტემას. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს... გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, - განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას გეგმავენ. დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ულფებადამცველმა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში პარლამენტთან კარვები მიიტანონ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის დაპატიმრებაა. ისინი რამდენიმე პირის გადადგომას ითხოვენ, მათ შორის მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის. ამასთან, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და მან პასუხი უნდა აგოს.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირი ხალხმრავლობის გამო სრულად გადაიკეტა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმის ავტობუსები დგას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics