2018-05-31 22:11:27, 1054 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნები ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ გაახმოვანა.
კუპრავას თქმით, თანნამდებობები ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხეილ ჩინჩალაძემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემაც უნდა დატოვონ.
გარდა ამისა, როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის ხელმძღვაელობით სამოქალაქო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. კუპრავას განმარტებით, ჯგუფი პროკურორობის ახალ კანდიდატს შეარჩევს.
ავტორი: ,