2018-05-31 20:30:42, 1055 ნახვა
საზოგადოება
საპროტესეტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ (ვიდეო)
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროკურატურიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.
მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დაპატიმრებაა.
„მთავარი პროკურორი გაწირეს მირზას არ სვავენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?!“, - განაცხადა ხორავაზე ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის უფლებადამცველმა, ზვიად კუპრავამ.
ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ხალხმრავლობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ავტორი: ,