|
2018-05-31 18:41:03, 1070 ნახვა
საზოგადოება
რვა არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს
რვა არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს, - ამის შესახებ NGO-ების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, მესამე სექტორი პარლამენტს მოუწოდებს დროებითმა საგამოძიებო კომისიის მაქსიმალურად ღიად მუშაობა უზუნველყოს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეს და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე, თანამდებობა უნდა დატოვოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია გონივრულია. თუმცა, დროებითი საგამოძიებო კომისიის უპირველესი ამოცანაა, საქართველოს პროკურატურის მიერ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, შესწავლა და შეფასება. სხვა შემთხვევაში, კომისიის მუშაობა იქნება ფორმალური და უშედეგო. ამავდროულად, კომისია ვერ ჩაანაცვლებს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს და სასამართლოს, რაც გულისხმობს, რომ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება კვლავ საქართველოს პროკურატურის პასუხისმგებლობაა. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მიანიშნებს რომ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები პროკურატურის მიერ ამ საქმეზე განხორციელებული ქმედებების და საქმის შედეგით შესაძლო დაინტერესების შესახებ. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, დროებით საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა მხოლოდ მთავარი პროკურორის ნებართვის შემთხვევაში ექნება. შესაბამისად, მოქმედი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარჩენა, ეჭვქვეშ დააყენებს პარლამენტის მხრიდან ნებისმიერ მცდელობას, შეისწავლოს პროკურატურის ქმედებების კანონიერება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც საგამოძიებო და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ლეგიტიმურ და სამართლიან პროტესტს იწვევს. დღემდე არაერთი გახმაურებული საქმე გამოუძიბელი და პასუხგაუცემელია. ნათელია, რომ მოქმედი საგამოძიებო სისტემა ვერ პასუხობს შექმნილ კრიზისულ ვითარებას და ძირეულ რეფორმას საჭიროებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა წარმართოს მაქსიმალურად ღიად და კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: "ღია საზოგადოების ფონდი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობა","ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)