|
2018-05-31 16:32:12, 1185 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს" წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თეატრის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს" მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფონდი „ქართუს" მხარდაჭერით აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებასა და წინსვლას. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების მხარდაჭერისთვის. ცოტა ხნის წინ გაიხსნა მწერალთა კავშირი, თანამედროვე სარაგბო ბაზა, მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში „რვაფეხას" სარესტავრაციო სამუშაოები, დაგეგმილია ასევე მწვანე კონცხზე საბაგირო გზის და ზოოპარკის მოწყობა, სულ მალე დასრულდება ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია. ბათუმის თეატრი გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული კულტურის ცენტრი, სადაც ჩატარდება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები". რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე თეატრში უკვე დამონტაჟებულია რესტავრირებული ცენტრალური ჭაღი, დასრულებულია ჭერის მხატვრობა და განათების მონტაჟი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ასევე თეატრის მეორე, ექსპერიმენტულ სცენას. თეატრში მთლიანად შეიცვალა გათბობა - ვენტილაციის სისტემა, ჩატარდა სახანძრო რეზერვუარის აღდგენითი სამუშაოები. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის. პროექტის თანახმად, თეატრის პირველ სართულზე განთავსებული იქნება თეატრის მუზეუმი და ლიტერატურული კაფე. თეატრი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანისთვის საჭირო ტექნიკით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ფესტივალების მასპინძლობას. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის განცხადებით, 2018 წლის ბოლომდე, ბათუმის დრამატული თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ორი ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება.
(NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)