03:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 16:03:19, 973 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე ყიფიანის ქუჩაზე ვითარებას გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა.

მერიის ინფორმაციით, ილია ელოშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია.  თბილისის მთავრობა კი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მოხდა ქანების ჩამოშლა. გავესაუბრეთ მოსახლეობას. ყველა ღონისძიება იქნება გატარებული,  რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. შეჩერებულია სამუშაოები, მოხდება გამოკვლევა  როგორც დოკუმენტაციის, ასევე,  კონკრეტულად ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილება, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის,  გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, სამშენებლო კომპანიას  დამატებითი დასკვნების წარმოდგენა დაევალა.

„მშენებლობა გაჩერებულია. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით დასკვნებს. მოხდება კიდევ ერთხელ გადამოწმება და  შესწავლა უკვე არსებული დოკუმენტაციისა და დამატებითი დასკვნების წარმოდგენა. როგორც ჩვენ  ერთხელ უკვე დავავალეთ ერთ-ერთ მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება, ასევე დაევალებათ მეორე და მესამე მხარეს მომიჯნავე კედლის გამაგრება. კონსტრუქტორებთან, გეოლოგებთან ერთად ამ ყველაფერს გავივლით,  იქნება დასკვნები და მას შემდეგ გვექნება პასუხი ამ მშენებლობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათთან დამატებით შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე  შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გამართავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics