03:33 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 18:28:00, 1954 ნახვა

პოლიტიკა
„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას“ - ბრიტანეთისთვის სირიის გადაწყვეტილება მიუღებელია

დიდი ბრიტანეთი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარებასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური ლონდონი ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

"ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოში შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის“ აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია. 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნო და ამით უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთი თავისი ქმედებებით ახლაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფლების უგულებელყოფას. ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს პროცესების მშვიდობიანად წარმართვას. სირიის რეჟიმი და რუსეთი კვლავ აგრესიულად ცდილობენ ნორმებზე დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს 1808 რეზოლუციისა, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ დადასტურებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics