|
2018-05-30 16:02:30, 1218 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: რა უნდა გავაკეთოთ? ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს პუტინზე
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე "ევროპული საქართველოს" წევრს, სერგო რატიან პოლიტიკუ ცინიზმში ადანაშაულებს. როგორც ზოიძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რის გაკეთებას სტავაზობს "ევროპული საქართველო" მმაართველ გუნდს რუსეთთან დაკავშირებით. „პოლიტიკური ცინიზმია დააბრალო შენ ოპონენტს ის რისი გულისთვისაც პოლიტიკურ მიუსავლეთში გაგაგზავნა მოსახლეობამ და დააბრალო იმ ძალას, რომელმაც მოქალაქეების ნება გამოხატა. ცინიზმია დააბრალო ვაკის პარკში მშნებელობის დაწყების ნებართვის გაცემა, რომელიც გაცემულია თქვენი ხელისუფლების მიერ. დარწმუნებული ვარ ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული მერი ამას არასდროს გააკეთებდა. ცინიზმია, პოლიტპატიმრობა დააბრალო ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების გათელვის სიმბოლო იყო. პოლიტიკური ცინიზმია ის, რომ აღიარება და რუსეთთან პოლიტიკა, რომელიც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკის, დააბრალო ამ ხელისუფლებას. მე ცოტა არ მესმის ბატონო სერგი, რა უნდა გავაკეთოთ? - ომი გამოვუცხადოთ რუსეთს, თუ ტოჩინოშინი გავაგზავნოთ ემისრად, ზეწოლა რომ განახორციელოს რუსეთზე და პუტინზე. არ ვიცი - მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გააკეთო იმ სიტუაციაში, რომელშიც, თქვენი დამსახურებით მოვხვდით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)