|
2018-05-30 11:45:02, 1213 ნახვა
საზოგადოება
„პოლიციის, მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ ნდობა შემცირდა“ - IRI-ს კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ. „არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეადგენს 50 პროცენტს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88 პროცენტი იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45 პროცენტით), პარლამენტის (შემცირდა 47 პროცენტით), პროკურატურისა (შემცირდა 24 პროცენტით) და სასამართლოს (შემცირდა 30 პროცენტით) მიმართ. ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით 27 პროცენტიდან, დღეს უკვე 43 პროცენტამდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60 პროცენტი) და აჭარა (59 პროცენტი), ასევე დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად. „ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების გაუმჯობესებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ მათი მოქალაქეებთან ურთიერთობისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგიანია“, ამბობს ნიქსი. „განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებით უმცირესობების ფართო დასახლებებს, რომელთა მარგინალიზაციაც წარსულში ხდებოდა.“ კვლევა, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული (27 პროცენტი) ან პრო-დასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან ურთიერობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია - 76 პროცენტი, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 პროცენტით შემცირდა. ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)