|
2018-05-29 12:08:37, 1247 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა
“უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა“, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე ახალგარზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მოკლულების სისხლი, რომელთა განლაგებამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობების კონკრეტული ადგილი. „ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ-ს დანაზე. საქმის ერთერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებთან არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისთვის ბრალდებულ გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული, ხელსახოცში გადახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა მოკლული ლ.დ.-სა და ბრალდებულ გ.ბ.-ს ბიოლოგიური მასალა (დნმ), ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე, რომელშიც დანა იყო გადახვეული, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა. უტყუარად დადგენილია, რომ ამ დანით ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს რამოდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა. საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილ ლ.დ.-სა და დ.ს.-ს მიყენებული დაზიანებები (ჭრილობები) თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელთაც გააჩნიათ - ერთ მხარეზე ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეზე ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიების მიერ დაკითხული იქნა ასზე მეტი მოწმე, მათ შორის უშუალოდ ინციდენტში მონაწილე, სკოლის 14 მოსწავლე - მოკლული ახალგაზრდების კლასელები და მეგობრები, რომელთაგანაც სამწუხაროდ ვერც ერთმა ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ, ანდა გამოიყენეს იგი“, - განაცხდა მალხაზ კაპანაძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)