02:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 17:02:16, 1665 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი თავიდან გამოაცხადა

დედაქალაქის მერიამ საზოგადოებრივი ავტობუსების სახელწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქი ეტაპობრივად 100, ევრო 6-ის სტანდარტის, 10-მეტრიანი, 3-კარიანი, დიზელის საწვავზე მომუშავე და შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსით უნდა უზრუნველყოს.

მერიის მოთხოვნით, ავტობუსები უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული. ამასთან, ტრანპორტი ერთი მარკისა და მოდელის უნდა იყოს. ავტობუსების გარბენი 1700 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 69 მგზავრზე გათვლილ ავტობუსს მგზავრთათვის განკუთვნილი 23 დასაჯდომი ადგილი უნდა ჰქონდეს და მინიმუმ 1 შშმ პირზე გათვლილი სივრცე. ავტობუსი შშმ პირებისთვის განკუთვნილი მექანიკური პანდუსით, ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით, სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით უნდა იყოს აღჭურვილი.

თენდერის მიხედვით, ავტობუსის კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს ინტეგრირებული გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგი. 

დედაქალაქის მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალ ავტობუსებში 45 მილიონ ლარს გადაუხდის. 

ცნობისთვის, 3 წლის განმავლობაში თბილისის თვითმმართველობა სულ 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ავტობუსების შესყიდვაზე პირველად ტენდერი 8 მაისს გამოცხადდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics