2018-05-28 15:10:38, 1282 ნახვა
საზოგადოება
წერეთლის გამზირზე სხვლა-ფორმირების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წლის 29 მაისიდან წერეთლის გამზირზე სხვლა-ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს.
შესაბამისი სამუშაოები წერეთლის გამზირზე წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ხეები პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე, გარეგანათების სისტემის ეფექტურობას.
წერეთლის გამზირზე საცობების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში წარიმართება.
ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები დასრულებულია რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და ნაწილობრივ კოსტავას ქუჩებზე. წერეთლის გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მოწესრიგება იგეგმება.
(NS)
ავტორი: ,