10:56 - 30 Apr, 2026
|
2018-05-28 15:08:20, 2751 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
გერმანიის ქალაქ დრეზდენში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Zeit.de იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში მაშინ მოხდა, როდესაც ცენტრში საჭელს არიგებდნენ. მედიის ცნობით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თანდაპირველად საქართველოს 2 მოქალაქეს შორის მოხდა. ცენტრის დაცვამ სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლო და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. Zeit-ი იტყობინება, რომ ცენტრში მისულ სამართალდაამცველებს მოქალაქეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაშავდა. საქართველოს მოქალაქეების ვინაობა უცნობია, თუმცა გერმანული მედია მათ ასაკს ასაჯაროებს. დაკავებული მოქალაქეები 17-დან 42 წლამდე არიან. მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)