15:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 13:56:16, 338 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაფართოებული ფორმატით სავარაუდოდ ივნისში შედგება

„სავარაუდოდ ივნისის მეორე ნახევრში, შეიძლება ივნისის ბოლოსკენ შედგეს შეხვედრა,  ჯერ თარიღზე  არ შევთანხმებულვართ“, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  აბაშიძე-კარასინის გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში   საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც  მიიღებენ მონაწილეობას.

"თუ აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ლოგიკურია, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ამ სფეროს ექსპერტი უნდა ესწრებოდეს“, - განაცხადა  ზურაბ აბაშიძემ .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics