2015-05-27 13:50:19, 401 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს არარეზიდენტი ელჩები მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები კონგოს რესპუბლიკის, ზამბიის, ბურუნდის, საუდის არაბეთის სამეფოს, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს და კვიპროსის რესპუბლიკის ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან