|
2018-05-26 17:01:00, 1644 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: იმედი გვაქვს, 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ნატოს წევრი იქნება
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი. მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების და ინფორმაციული რევოლუციის პირობებში, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია, კონკრეტულად ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება, ნატოში გაწევრიანება, ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები, აშშ-თან საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობა, ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცივილიზებულ სამყაროში იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე აკისრია და რასაც ჩვენ ღირსულად ვართმევთ თავს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობას წარმოადგენს. საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის, საქართველო ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს, როგორც ევროპული ოჯახის, ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტი წევრი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)