11:04 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 14:17:20, 1377 ნახვა

კომენტარი
გახარია: პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის

26 მაისი არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქრთველოს დამოუკიდებლობის მოპოვება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის უდიდესი მიღწევა იყო. 

„დღეს გვაქვს ის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არამხოლოდ საქართველოსთვის და არამხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს მას ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,თითოეულ ჩვენს სამხედროს ვულოცავ ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება დამატებითი ენერგიის მომტანი ჩვენს შრომაში და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული",- განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics