|
2018-05-26 13:51:59, 1376 ნახვა
კომენტარი
ფინეთის პრეზიდენტი: რეფორმების განვითარების გზაზე საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია
ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტეს განცხადებით, რეფორმების განვითარების გზაზე საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია. ნიინისტეს თქმით, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში. „ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ფინეთისა და ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენც, გასულ წელს ვიზეიმეთ ფინეთის დამოუკიდებლობა და რასაკვირველია, ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია - თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, იმისათვის, რათა დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ. ერთად ყოფნის პრინციპი აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. რა თქმა უნდა, პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ ქვეყანას. საქართველო არაა მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ფინეთი საქართველოს მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს ის არ გადაუხვევს. ბატონო პრეზიდენტო ,ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს. გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ჩვენს მეგობარ ერს. გისურვებთ, რომ გაგეგრძელებინოთ თქვენს მეგობრებთან, ჩვენთან ერთად წინსვლა. ფინეთი ულოცავს საქართველოს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)