|
2018-05-26 12:28:18, 1365 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება. მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღიდან. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ჰყავდა დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი, სადაც უმცირესობათა უფლებები დაცული იყო. პარლამენტის ერთ-ერთი წევრი მუსლიმი ქალბატონიც გახლდათ. სისტემა აგებული იყო ევროპის ძირეული პრინციპების საფუძველზე. მას შემდეგ სამწუხაროდ ბევრი რამ მოხდა. იმ დამოუკიდებლობამ 3 წელს გასტანა. მას შემდეგ დადგა ჩვენი საერთო ისტორიული წარსული. ქართველები მუშაობდნენ პოლონეთის მთავრობაში, მთავრობის ხელმძღვანელობის ქვეშ. მადლობელი ვართ ამ ერთიანი წარსულის გამო, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვული იყო მთელი ეს წლები და ახლა, როცა უკვე 27 წელია დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ და ხელახლა მოვიპოვეთ, ძალიან მადლობელი ვართ იმ ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თქვენი აქ ყოფნა ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ანდჟეი დუდას. პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. „გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მასში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი კვლავ და მუდამ იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ძალიან მახარებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კარგად ვითარდება და ოპტიმისტურად გამოიყურება. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და განვითარდება", - განაცხადა ანჯეი დუდამ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)