01:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 12:24:22, 1473 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით საქართველო - სლოვაკეთის პერსპექტივები და შესაძლებლობები განიხილეს. პრეზიდენტებმა მიმოიხილეს სლოვაკეთის რესპუბლიკის ძლიერი მხარდაჭერის მნიშვნელობა და უდიდესი წვლილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკასთან რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ნატო-ს სამიტისათვის მზადების საკითხებზე და საქართველოს პარტნიორების კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.

მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეალური ეკონომიკური კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის, რომელზეც საფუძველი ჩაეყარა კრინიცას ეკონომიკური საერთაშორისო, რეგიონული ფორუმის დაფუძნებას თბილისში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ ფორუმში 20-ზე მეტი სლოვაკური კომპანიის მონაწილეობა მნიშნვნელვონად შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნების  ბიზნესწარმომადგენლებსა და საქმიან წრეებს მჭიდრო კონტაქტების დამყარებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics