01:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 12:05:43, 1516 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია“ - მაიკ პომპეო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტაატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. 

შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გაოქვეყნებული. 

როგორც პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშშ-ის ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორი გახდა. 

"ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის მათი მსახურებით ავღანეთში, სადაც ისინი ამერიკელების გვერდით დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე. ამერიკა ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით. იმედით შევყურებთ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics