|
2018-05-25 21:40:07, 2170 ნახვა
მსოფლიო
მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი, რუსი გენერალი ცხინვალში „თავდაცვის მინისტრი“ იყო
რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის „ბუკის“ ტრანსპორტირებასთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამსახურის გენერალს, ანდრეი ლაპტევს კავშირი აქვს- ეს დასკვნა ერთობლივი გამოძიების შედეგად ინტერნეტგამოცემებმა, Bellingcat-მა დაThe Insider-მა დაადგინეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სწორედ ლაპტევის გადატანილი იყო უკრაინის ტერიტორიაზე ბუკის დანადგარი, რომლითაც პრორუსმა სეპარატისტებმა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოგადეს. ირკვევა, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის გენერალი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით მოქმედებდა. საგამოძიებო ჟურნალისტების დასკვნაში სამხედრო მაღალჩინოსანი ოლეგ ივანიკოვის სახელით ფიგურირებს. 2004 წლიდან ის მოსკოვმა სპეციალური მისიით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გააგზავნა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის ქართველების სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელობდა Bellingcat-მა და The Insider-მა მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, 2014 წლის 14 ივლისს, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის მინისტრის“ მოადგილე ბუგროვი და „ორიონი“ ტელეფონით საუბრობენ უკრაინის არმიის თვითმფრინავების მიერ სეპარატისტების პოზიციების დაბომბვაზე და „ორიონი“ ამბობს, რომ რამდენიმე დღეში „ბუკი“ ექნებათ და თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. სამ დღეში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი.“ ცნობისთვის, ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნებმა რუსულ მხარეს უკვე აცნობეს. საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, რომელიც სარაკეტო კომპლექს "ბუკის" მიერ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 თვითმფრინავზე დარტყმას იკვლევდა, დაადგინა, რომ 4 წლის წინ, ეს რაკეტა რუსეთის სამხედრო სამსახურს ეკუთვნოდა. ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობები გეგმავენ, რომ საერთაშორისო სასამართლოსა ან ორგანიზაციას მიმართონ. ასევე, საგარეო საკითხებში ევროკავშირის ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს. ორივე მხარე განმარტავს, რომ აუციელებელია ოფიციალურმა მოსკოვმა საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლოს. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)