|
2018-05-25 13:39:43, 2335 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
გაერო-ს შენობაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის მარკა გაერო-ს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა და პოეტის 850 წლის იუბილეს ეძღვნება. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72 სესიის პრეზიდენტმა, მიროსლავ ლაიჩაკმა, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, კრისტიან სონდერსმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას შუასაუკუნეებში მოღვაწე პირთან დაკავშირებით, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, მარკის საზეიმო წარდგენის შემდეგ კი გაიმართა კონცერტი „Georgian Overtones", ამერიკაში მოღვაწე ჯაზ-მუსიკოსის, გიორგი მიქაძის ბენდისა და ანსამბლ „ბასიანის" წევრების მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრნენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, გაერო-ს სამდივნოსა და სხვადასხვა სააგენტოების ხელმძღვანელები, მედიისა და ხელოვნების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)