2018-05-25 09:38:54, 1198 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისს დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა.
იუნკერი თბილისში დღეს, 18:00 საათზე ჩამოვა.
ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, კვირიკაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ჟან-კლოდ იუნკერი 6 ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი: ,