11:04 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 16:24:18, 1233 ნახვა

კომენტარი
კარასინი: ტატუნაშვილის გარდაცვალება ტრაგედიაა და ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს

„ტატუნაშვილის გარდაცვალება რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უნდა განიხილებოდეს.

„ტატუნაშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ესეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი კონტაქტით, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ინციდენტების პრევენციის მექანიზმები და ეს საკითხები ამ შეხვედრების ფარგლებში იქნა განხილული, ისევე როგორც ჟენევაში. ვფიქრობ რომ მომხდარიდან უნდა მოხდეს სერიოზული დასკვნის გაკეთება და არ უნდა მოხდეს ამის გამეორება“, - განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics