|
2018-05-23 22:11:56, 1453 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა
ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის კულტურის სამინისტროს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივების, კაუნასის არქივისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. აქვე წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც წარმოაჩენენ საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს 1918 -1921 წლებში. ექსპოზიცია წარმოაჩენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარ მიღწევებს: საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან 117 წლის შემდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი, თანამედროვე ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული, რესპუბლიკური წყობის სახელმწიფო. ახლად შექმნილ რესპუბლიკას გააჩნდა ეროვნული სიმბოლოები: დროშა, გერბი და ჰიმნი. 1919 წელს საქართველოში ჩატარდა დამფუძნებელი კრების თავისუფალი, პირდაპირი, საყოველთაო, პროპორციული არჩევნები. მასში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 60-ზე მეტმა პროცეტმა, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებს მიენიჭათ ამომრჩევლის როგორც პასიური, ისე აქტიური ხმის უფლება. ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა სიებში მყოფი ოცზე მეტი კანდიდატიდან ხუთი ქალი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი პროგრესული შინაარსის მატარებელია. გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველო-ლიტვის 100 წლის წინათ ჩამოყალიბებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ლიტვას ამიერკავკასიის წარმოადგენდა მისი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისია საზღვარგარეთ, რომელმაც ხელი შეუწყო ორ ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განვითარებას. გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიის ლიტვური საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისში გამართული კავკასიაში მცხოვრებ ლიტველთა ყრილობის, თბილისში მცხოვრებ ლიტველთა მუსიკალური გუნდის ფოტოებს, კავკასიაში ლიტვის საბჭოს წევრების პ. დაილიდეს, პ. ვილიეშის, ბ. სიპავიჩიუსის, ა. მარცინკევიჩიუსის სამსახურეობრივ და პირად დოკუმენტებს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, პარიზის სამშვიდობო კონფერენციასა და ერთა ლიგის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობების შესახებ დოკუმენტაციას, რომლებიც ასახავენ ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ. გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივსა და კაუნასის რეგიონალურ არქივში. გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება.
(NS)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)