2018-05-23 20:36:35, 1396 ნახვა
საზოგადოება
რა მდგომარეობაა კლუბ „ბასიანში“ (ფოტოები)
„ბასიანის“ დამფუძნებლებსა და მედიის წარმომადგენლებს დღეს კლუბში შესვლის საშუალება მიეცათ.
როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, კლუბში ყველა საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია და შესაბამისად, მისი დალუქვის აუცილებლობა აღარ არსებობს.
"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, კლუბში არაფერია დაზიანებული და კლუბის ინვერტარიზაციის შემდეგ გაირკვევა აქვს თუ არა კლუბს დანაკარგი. მისივე თქმით, კლუბი სტუმრებს სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში მიიღებს.
შეგახსენებთ, 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, კლუბ "ბასიანის" კარი დღეს პირველად გაიღო.









ავტორი: ,