21:57 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 18:11:35, 1380 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა განიხილეს

საქართველოს პარლამენტში, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მთავრობის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში გააცნო.

გიორგი ხანიშვილის განაცხადებით, დასავლეთ საქართველოში ქიმიური წამლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აქტიურად მუშაობს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების განახლება, რომლის საფუძველზეც შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება.

„ჩვენი საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ორგანიზებულად. ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ოპერატიული ინფორმირების მიზნით მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 110 ათასი ფერომონი „მოიზიდე და გაანადგურე“, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ათასი ერთეული მაღალი განმავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. სამინისტრომ შეიძინა 180 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 209 ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი. ჩვენ წელს გვექნება გაცილებით კარგი შედეგი, თუმცა აუცილებელია ბრძოლის პროცესში მოსახლეობა აქტიური იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics