21:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 17:57:56, 1199 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

24 მაისს, 12:00 საათზე თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს.

რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები სასურველი რაიონის, საბავშვო ბაღის, ასაკობრივი ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია  ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას  მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. 

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112.

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5..

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics