20:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 13:29:18, 1243 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის N417, N418 და N419 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოები განხორციელდა. 

გზასა და შიდა ეზოებში 1 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური. წყალარინების ქსელის გამოცვლის შემდეგ კი, ასფალტის საფარი  ვარკეთილი 3-ის, მე-2 მიკრორაიონის N39ა კორპუსის მიმდებარედ დაიგო. 740 კვ.მ ფართობის მოსაწესრიგებლად, სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 24 145 ლარი გამოყო.

შიდა ეზოსა და ბორდიურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილი 3-ში, მე-3ა მიკრორაიონის N346-ე კორპუსის მიმდებარედაც, სადაც გზის 1580 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. აღნიშნულ მისამართზე უკვე გამოიცვალა წყალარინების ქსელი. 

ვარკეთილი 3-ში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მოსიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა. 

გამგებელი ასევე, მოსახლეობას შეხდა და მათთან ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის საჭირო სამუშაოებზე ისაუბრა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics