|
2018-05-23 13:12:35, 1443 ნახვა
კომენტარი
ნინო წოწორია: სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა
სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ განაცხადა. წოწორია პროცესს სტუმრის სტატუსით ესწრება. სწორედ მისი მოსამართლეობის დროს შეიტანა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი. „დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია, დიდი გამოწვევის წინაშე არის სასამართლო, იმიტომ რომ საქმე კომპლექსური და რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას სასამართლო ისევე ღირსეულად გაუმკლავდება, როგორც ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ამ სასამართლოს წინაშე როდესმე მდგარა“, - განაცხადა ნონა წოწორიამ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საბოლოო მოსმენა მიმდინარეობს. სხდომა საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატის, ბენ ემერსონის გამოსვლით დაიწყო. მოსმენაზე სასამართლო განიხილავს კომპლექსურ საკითხებს, მათ შორის, რამდენად ექცევარუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდშისაქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალიწინებით, რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებულიკონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისდაცვის სტანდარტებში; შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხი. საქართველო ამტკიცებს, რომ ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისმიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები რუსეთის იურისდიქციაში ექცევა და ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადება; მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა; ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაწევა; „პასპორტიზაცია" და უვიზო მიმოსვლის შემოღება; რუსული კანონმდებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება; რუსების სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა; რუსული წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)