|
2018-05-23 12:09:05, 2418 ნახვა
მსოფლიო
Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიელი სამოქალაქო პირების დასაცავად გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტრომა კენეტ როტმა განაცხადა. რუსეთი, რომელიც წელს პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი საკვანძო მოკავშირეა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. ნიუ-იორკში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსკოვს პასუხისმგებლობა ეკისრება სირიელი სამოქალაქო პირების ტანჯვაზე. „მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინს სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა სირიაში ბოლო მოუღოს რუსი და სირიელი სამხედროების მხეცობას, ისინი არ დასხდებიან ვიპ-ლოჟაში გახსნის თამაშზე“, - განაცხადა კენეტ როტმა. მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით რუსეთს სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება სურს. შეგახსენებთ, რომ რუსეთი მსოფლიო თასს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს. მსიოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)