|
2018-05-22 18:31:26, 1529 ნახვა
სამართალი
სასამართლომ თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა
თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი ბრალდებულის 2000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად იმ საფრთხეების არარსებობას ასახელებდა, რომელიც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ედება საფუძვლად. ადვოკატის თქმით, არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის და არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ გრიგალაშვილს სხვა დანაშაულზეც ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ის ერთ-ერთ გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროებით ემუქრებოდა. „გამოძალვის ნაწილში ვგულისხმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გახმაურების მოტივით, ფულადი თანხის გამოძალვას", - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. აღნიშნული ბრალდებები ანა ნაცვლიშვილს არ უკავშირდება. საქმეზე მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)