|
2018-05-22 15:38:40, 1717 ნახვა
სამართალი
„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გაიხსნა
„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გაიხსნა. როგორც „გალერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 საათზე მათ საშუალება ჰქონდათ სამართალდამცველებთან ერთად შესულიყვნენ ბარში და იქ არსებულ ვითარებას გაცნობოდნენ. „12 საათიდან სამართალდამცველებმა მოგვცეს საშუალება შემოსვულიყავით. სიტუაცია ნორმალური დაგვხვდა. ინვენტარი დაზიანებული არ არის. გარკვეული მიზეზების გამო გქვონდა შეჩერებული მუშაობა თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩივილს არ ვაპირებთ. დღეს ძალიან მალე აღვადგენთ მუშაობას, ალბათ ამ საღამოსვე და კლუბური ცხოვრება გაგრძელდება კაფე გალერიში“, - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ „გალერის“ დირექტორი ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება. რაც შეეხება კლუბ ბასიანს, ანთაძის თქმით, მას კლუბთან დაკავშირებით ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს. შეგახსენებთ, 12 მაისს, რამდენიმე კლუბში, მათ შორის „ბასიანში, კაფე „გალერიში“ და „ბლოუ ბარში“, სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაციის შემდეგ კლუბები დახურული იყო, რადგან შენობებში სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)