2015-05-26 15:41:50, 446 ნახვა
პოლიტიკა
ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ილვესი იმედოვნებს, რომ საქართველო-ესტონეთს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვაფასებ ესტონეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ განვითარდება. მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. მოუთმენლად ველით ევროკავშირთან საქართველოს დაახლოვებას. თქვენ ამ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ“,-აღნიშნა ტომაას ჰენდრიკ ილვესმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან