10:56 - 30 Apr, 2026
|
2018-05-22 10:38:45, 2476 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე, შეიძლება უარი თქვას. ამის შესახებ პენსმა, ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ვაშინგტონს შეხვედრის წინ დათმობებზე წასვლა არ უნდა მოსთხოვოს. „უდიდესი შეცდომა იქნება, თუ კიმ ჩენ ინი იფიქრებს, რომ შეუძლია დონალდ ტრამპი გააცუროს“,- განაცხადა პენსმა. 16 მაისს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიმ გე გვანმა განაცხადა, რომ ფხენიანი შესაძლოა უარს იტყვის აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე თუ ვაშინგტონი განაგრძობს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის მოთხოვნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)