|
2018-05-21 17:39:50, 1693 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს 30 მაისს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს 30 მაისს განიხილავს. როგორც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, თუ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, მარიხუანა საქართველოში სრულად ლეგალური იქნება. „30 მაისს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ჩემი და ვახოს ერთობლივ სარჩელს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას მარიხუანას მოხმარებისთვის. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვას ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მან უარი უნდა თქვას ჩვენ მიერ უკვე მოგებული საქმე #732-ის ლოგიკაზე. თუ ამ საქმეს მოვიგებთ, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური. ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან! კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია. თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)