2015-05-26 14:57:30, 351 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს
ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ქართულ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყია, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს. მინდა, თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო“, – აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის სამინისტროს რუსთაველის გამზირზე ქარის სადგურის პროექტის მაკეტი აქვს გამოტანილი.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.
„წარმოდგენილი გვაქვს ქარის სადგურის პროექტი. ამ კუთხით ეს პირველი პროექტი იქნება და მის დასრულებას 2016 წელს ვგეგმავთ. მომავალში ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება იგეგმება“, – აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან