2015-05-26 14:46:59, 311 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები საინტერესო არ არის
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მისთვის საინტერესო არ არის.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია მმართველი ძალა არასოდეს იქნება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჩემთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალების“ ერთი ჯგუფი იქნება თუ ორი, ისინი დღეს მმართველი ძალა არ არიან და არც მგონია, რომ ოდესმე იყვნენ“,– აღნიშნა წულუკიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან