|
2018-05-19 17:23:15, 3106 ნახვა
მსოფლიო
CBS - აშშ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დახმარების პროგრამას წყვეტს
ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დახმარების პროგრამებს წყვეტს. როგორც CBS News-ი იუწყება, აშშ-ს სურს მკაფიოდ დაანახოს ყველას, რომ ამერიკელი სამხედროები „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, სირიას სწრაფად დატოვებენ. საუბარია იდლიბის პროვინციაზე, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ. პროვინციას ამჟამად მეამბოხეები აკონტროლებენ. რაც შეეხება დაფინანსების შეწყვეტას, მედიის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარზე. შეერთებული შტატების დახმარების პროგრამა ვითარების სტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. ოფიციალური ვაშინგტონი ადგილობრივ მთავრობას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. ტარდებოდა რიგი საგანმანათლებლო პროექტებიც. სირიის ამავე ნაწილში მდებარეობს აფრინის პროვინცია, სადაც 2018 წლიდან თურქეთმა სირიელი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ასევე, ზოგიერთ რაიონს ტერორისტული ჯგუფები აკონტროლებენ. დანარჩენი ტერიტორია კი, სირიელი სამხედროების დაქვემდებარებაშია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)