|
2018-05-18 21:38:29, 1645 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის პოლიტიკური შეფასებების და დებატების შემდეგ გიორგი გახარიამ დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. მინისტრის სიტყვის მთავარი ადრესატები რიგითი პოლიციელები იყვნენ. „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო დეპუტატებს, ჩვენთვის პატივია და ძალიან სასარგებლო წარვდგეთ თქვენს წინაშე. რა თქმა უნდა მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო თითოეულ პოლიციელს და ვუთხრა, რომ თმენის ვალდებულება არის საფუძველი ჩვენი მოვალეობის შესრულების. კეთილსინდისიერება და ეფექტურობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას აღვადგინოთ ნდობის ის მაღალი ხარისხი, რომლის გარეშე ეფექტური ბრძოლა კრიმინალთან იქნება შეუძლებელი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალთან და ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე არის ჩვენი ძირითადი მიზანი. თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ დღეებში იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებებში გადავუხადო პირადად მადლობა და გითხრათ, რომ ჩვენ ერთად, მოქალაქეებთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად, რომელიც იდგა რუსთაველზე მივეცით საზოგადოებას შანსი, რომ გაჩნდეს ამ ქვეყანაში ახალი პოლიცია, რომელიც დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას. რომლის ძირითადი ამოცანა იქნება ზრუნვა მოქალაქეზე. პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას და ჩვენი მისია, ჩვენი სისტემური განახლების მთავარი მიზანი გახლავთ ის რომ, პოლიცია გახდეს უფრო ეფექტური და უფრო კეთილსინდისიერი. მადლობა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
სალომე უბირია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)