08:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 20:20:00, 1534 ნახვა

კომენტარი
გახარია აქციის მონაწილეებზე: გულწრფელად მჯერა, ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი


ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ და მათ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკებთან- ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქციის მონაწილეების დემონიზება არ მოუხდენია. 

„მართლა გეუბნებით, რომ გულწრფელად მჯერა, ეს ახალგაზრდები არიან ამ ქვეყნის მომავალი. ერთ რამეს გეტყვით ძალიან მარტივად: როდესაც მე მომიწია მათთან საუბრის შემდეგ პარლამენტის შენობაში ყოფნა, იქ იმდენი ნაცნობი სახე და ნაცნობი ახალგაზრდა ვნახე, რომ ჩვემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ისინი არიან ძალზედ წარმატებული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კავშირი აქვთ ნარკოტიკებთან. მათ მართლა გამოხატვის თავისუფლება აღლევებდათ ყველაზე უფრო. ეს იყო აქტიური ნაბიჯი გადადგუმული თავისუფლების, როგორც უნივერსალური ფასეულობის დასაცავად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისი თმით, აქციის მონაწილეებთან სახელმწიფოს დისტანცირება არ ექნება და პირიქით, მათთან ძალიან მჭიდრო კავშირს დაიჭერენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ერთმორწმუნე რუსეთმა ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო პეჩერის ლავრა დაბომბა
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics