|
2018-05-18 19:45:59, 1749 ნახვა
სამართალი
21 მაისიდან ტურისტულ ზონებში პატრულირებას პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპოლიციო ღონისძიების შესახებ აცნობა. როგორც მან აღნიშნა, ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში პატრულირებას საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს. "გვინდა ასევე მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი. თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ამხელა „ტრეფიკს" ტურისტების მოყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისსში კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში, ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ ჩათვალეთ ე.წ. მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)