|
2018-05-18 13:44:23, 2452 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი სოჭში ბაშარ ასადს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში თავის სირიელ კოლეგას, ბაშარ ასადს შეხვდა. პუტინის პრესსამსახურის ცნობით, ასადი სოჭში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მხარეებმა სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხზე იმსჯელეს. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ასადს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის სამთავრობო არმიის წარმატებები მიულოცა. „ახლა, ამ სამხედრო წარმატების შემდეგ, უდავოდ, შეიქმნა დამატებითი პირობები სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესის განახლებისთვის", - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ახალი საპრეზიდენტო ვადით არჩევა მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა. ასადის განმარტებით, სირიაში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება რთულია. სირიის ლიდერი პუტინს სოჭში გასული წლის 21 ნოემბერსაც შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)