|
2018-05-18 12:43:28, 1488 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3 729 000-ია
1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს. საქსტატის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3 729 000-ია. „აღნიშნულ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე. პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია, ხოლო სასოფლო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია აიხსნას მოსახლეობის დაბერებით. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12.3 პროცენტი. გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლეობით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელს მოსახლეობაში და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 20.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამდე გაიზარდა იმავე პერიოდში. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებით და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის ერთი ქალის მიერ ცოცხლად გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი) 1.5-ს არ აღემატებოდა. ამასთან, 2007 წლიდან შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი არსებითად გაუმჯობესდა. 1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ დაბადებისას ქალებისათვის 74.1 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის - 66.0 წელი შეადგინა. 2017 წლისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 3.7 წლით, ხოლო მამაკაცების 3.2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსახვავებამ ქალების და მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის 8.6 წელი შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)