|
2018-05-18 10:26:22, 2042 ნახვა
მსოფლიო
სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ჯინა ჰასპელი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა. CNN-ის ცნობით, ტრამპის კანდიდატს 54 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 45 იყო. ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე მაიკ პომპეო ჩაანაცვლა, რომელიც აშშ-ს სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. შეგახსენებთ, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ. ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას სენატორების ჯგუფი აპროტესტებდა. კონგრესისადმი მიმდინარე კვირის დასაწყისში გაგზავნილ წერილში ჯინა ჰასპელმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო სააგენტოს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის დროს წამების მეთოდები არ უნდა გამოეყენებინა. მისი თქმით, ამ პროგრამამ სააგენტო და ქვეყნის რეპუტაცია დააზარალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)