|
2018-05-17 19:16:45, 1349 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ხელოვნების ბაზრობა - Tbilisi Art Fair გაიხსნა. გამოფენის გახსნას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. ოთხდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათი გალერეა და ორმოცი დამოუკიდებელი ხელოვანი მონაწილეობს. მათ შერჩევაზე მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა. თბილისის ხელოვნების ბაზრობის საბჭოს წევრებს შორის არიან რიტა იანსენი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ვ. ილინი, გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების ავტორი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში. „მოხარული ვარ, რომ ქალაქ თბილისის მერია თბილისის პირველი არტ ბაზრობის მხარდამჭერია, რომელმაც პირველივე წელს ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო. 30 გალერეა და 40-მდე დამოუკიდებელი არტისტი მონაწილეობს ამ პროექტში. ეს ის რიცხვია, რაც უნდა მივულოცოთ ორგანიზატორებს. ვიმედოვნებ, რომ არტ ბაზრობა მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება და თბილისი რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ერთგვარი ჰაბი იქნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია შემეცნებითი პროგრამები, ლექციები, მასტერკლასები და ღია ფორუმები. გარდა ამისა, გაიმართება პარალელური ღონისძიებები: Tbilisi Photo Festival - ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტივა - „აქ და იქ - რეალობაში და მის მიღმა“. გამოფენა 20 ავტორის ნამუშევარს აერთიანებს და ფოტოგრაფიის განვითარებას სამსაუკუნოვან ისტორიას აჩვენებს. ქართული ფოტოგრაფიის ასეთი გამორჩეული გამოფენა პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიისთვის. ემიგრაციის თემას ეძღვნება უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - „დაიკარგა თორმეტი ქალი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში - აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნება. „ომი დროებით შეჩერებულია“ - ამ სახელწოდებით გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფური გამოფენა, რომელიც 20-მდე ხელოვანის ფოტო-ვიდეო ინსტალაციას, პერფორმანსს და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს. თბილისის ხელოვნების ბაზრობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის სტანდარტების შექმნას და განვითარებას. Tbiisi Art Fair 2018-ის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი Check in Georgia, თბილისის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, კუნსტ ჰალლე თბილისი, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის ფოტო ფესტივალი, თიბისი სტატუსი და სხვა ოცდასამი ქართული კერძო კომპანია. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია".
(NS)
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)