|
2018-05-16 12:28:54, 1760 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი აშშ-ის მოსამართლეთა და ადვოკატთა ჯგუფს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი,საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს და ადვოკატებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი როლი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. “აშშ-ი საქართველოს, მტკიცე მხარდამჭერი და სანდო მეგობარია. ორი ქვეყნის თანამშრომლობა ყოველწლიურად ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაყრდნობით კიდევ უფრო მეტად ვითარდება. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა მინისტრმა შეხვედრაზე ამერიკელი მოსამართლეებისა და ადვოკატთა ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვის მიმართულებით. კახა კახიშვილი სტუმრებს, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით განვითარებულ პროგრესზეც ესაუბრა. მინიტრმა ყურადღება გაამახვილა - C ჰეპატიტის ელიმინაციის, ტუბერკულოზისა და სუიციდის პრევენციის წარმატებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დელეგაციის წევრების მიერ დასმულ კითხვებს მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენელებმა ამომწურავი პასუხი გასცეს. „დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ჩვენ აშშ-ს მინესოტას შტატიდან ვართ და ძალიან მოგვწონს ფაქტი, რომ საქართველო ესეთი პროგრესულია. ვხედავ თუ რამდენი რამ შეცვალეთ და გააკეთეთ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. საქართველო სწრაფად მიიწევს წინ და ეს მისასალმებელია“ -აღნიშნა მინესოტას შტატის მოსამართლე იულიამ კოხმა ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ადვოკატთა და მოსამართლეთა ჯგუფმა N16 დაბალი რისკის დაწესებულებაც მოინახულა. აშშ-ის ადვოკატთა და მოსამართლეთა ჯგუფი საქართველოს, ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, სამართლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ეწვია.
(NS)
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)